ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-12-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

„ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეებს, ხოლო ნიკოლოზ კუტალაძე, რომელმაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა აიღო და „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა, დიპლომით და სიგელით დაჯილდოვდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...