დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს და ინგლისის დღესასწაულებს შორის მსგავსება-განსხვავება წარმოადგინეს
04-12-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლაში პედაგოგების - მარიკა ლომაშვილისა  და  ნათია ხარშილაძის ინიციატივით, ინგლისურ  ენაში, ღონისძიება სახელწოდებით -  „Thanksgiving day and Tbilisoba" (მადლიერების დღე და თბილისობა) ჩატარდა.

ღონისძიებაში VII, VIII, IX,X,XI  და  XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების მიზანი იყო ორი ქვეყნის - საქართველოსა და ინგლისის საშემოდგომო,  კულტურული  დღესასწაულების კავშირი. ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რადგან მოსწავლეებს ეცვათ ქვეყნის შესაბამისი სამოსი და წარმოადგინეს საქართველოსა და ინგლისის დღესასწაულებს შორის მსგავსება-განსხვავებები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...