გეზათის საჯარო სკოლაში პოეტ ალექსანდრე აბაშელის დაბადების 135 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
04-12-2019

„ნეტავ იმას, ვისაც ესმის, აღმაფრენა მზის სიცილი“ – ამ სახელწოდების ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიება  ცნობილი ქართველი პოეტის,  ალექსანდრე აბაშელის დაბადების 135 წლისთავს მიეძღვნა და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ხელმძღვანელობდა.

„ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები და დამრიგებლები: ლანა ცომაია, ირმა ჭანტურია და იზაბელა გაბუნია.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ბიოგრაფია, აგრეთვე შთამბეჭდავად წაიკითხეს პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისათვის კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებები ალექსანდრე აბაშელზე.

ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი ისააკ ჩოჩია, იგივე ალექსანდრე აბაშელი.

ღონისძიება მაღალ დონეზე შეაფასა სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ. მან მოსწავლეებს გააცნო ალექსანდრე აბაშელის შვილის მოგონებები მამაზე და მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებსა და ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევან ვეკუას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...