ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს
04-12-2019

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ფრენბურთში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა ჩაატარა.

სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში ქუტირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

„ფრენბურთში ქუტირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა, რითვისაც დაჯილდოვდა  თასითა და სიგელებით. 

ასევე ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოსე ღაღანიძემ და გიორგი უგულავამ, მე-10 კლასის მოსწავლეებმა - გიორგი ანდრიაძემ და ნიკა გრიგოლიამ. მათ პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლე თიკო გაბედავამ კი - მესამე ადგილი.  

სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და  წარმატებებს უსურვებენ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.  

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...