ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
04-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ცნობილ ქართველი პოეტის, შოთა ნიშნიანიძის, იუბილესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება, წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს ქართველი შემოქმედის ხსოვნას.

პოეზიის საღამოს ორგანიზება მასწავლებლებმა, ქეთევან ჩაკვეტაძემ (კლასის დამრიგებელი,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და ნაზი ბუღაძემ (მუსიკის მასწავლებელი) გაუწიეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203