დმანისის N2 საჯარო სკოლაში შინაური ცხოველების მსოფლიო დღე აღნიშნეს
04-12-2019

დმანისის N2 საჯარო სკოლაში შინაური ცხოველების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ძალიან უყვართ  შინაური ცხოველები და მათთან ერთად გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს. 

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველები დიდი ხანია ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან - მათ აქვთ თავისი საკუთარი დღესასწაულები, თავისი სამედიცინო მომსახურება, ყოველი დღის მენიუ და ა.შ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია, გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად. საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მიერ აღინიშნა. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც ეს დღე რეგულარულად აღინიშნება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, შინაური ცხოველების მსოფლიო დღე 30 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203