თბილისის N61 საჯარო სკოლას ძალოსანი ლაშა ტალახაძე ესტუმრა
04-12-2019
თბილისის N61 საჯარო სკოლას მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ოთხგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ესტუმრა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, საინტერესო შეხვედრას ორასამდე ბავშვი დაესწრო. მისივე თქმით, მოსწავლეები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები და შეხვედრის დროს მათ ჩემპიონისგან ბევრი კარგი რჩევა მიიღეს.
„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დაიწყო „გაიცანი ჩემპიონი“ - პროექტი, რომელიც თბილისის მასშტაბით საჯარო სკოლებში ქართველი ჩემპიონების სტუმრობას ითვალისწინებს. პირველი სტუმარი გახდა ჩვენი ლეგენდა, მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს