„გურია შემოდგომის ფერებში“ – გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
04-12-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გურია შემოდგომის ფერებში“ ჩატარდა.

„I, II, IV კლასის მოსწავლეებმა, მშობელთა აქტიური ჩართულობით, შექმნეს სასიამოვნო,  საშემოდგომო განწყობა-თემატური  ნამუშევრებით,  შემოდგომის ნობათით გაფორმდა სკოლის დარბაზი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინიატურა „გურული იუმორი“, სახალისო ვიქტორინა „აბა, გამოიცანი!“, ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა სიმღერის პედაგოგის ფატი სიხარულიძის დახმარებით“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ფატი სიხარულიძე და ხათუნა ბოგვერაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203