ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა პროექტ ''განათლების სისტემის'' ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს
ახალაბასთუმნის სკოლაში უცხო ენების კათედრამ განახორციელა პროექტი ''განათლების სისტემა''.
პროექტი სამ ენაზე - ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე შესრულდა და მასში მეთერთმეტეკლასელები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობაში განახორციელეს:
1. წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: საგანმანათლებლო სისტემა ინგლისში, უნივერსიტეტები გერმანიაში, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში;
2. ჩაატარეს ქუჩაში მოსახლეობის გამოკითხვა;
3. შეხვდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიას და ჩაწერეს ინტერვიუ.