წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
04-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს პედაგოგი დალი სილაგაძე ხელმძღვანელობდა. (კლასის დამრიგებელი ნათელა ჭოლოკავაა).

გაკვეთილის თემა იყო „მზის სისტემა“.

„მოსწავლეები ბევრს ფიქრობენ კოსმოსზე, სურთ მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი პლანეტის, მზის სისტემის, გალაქტიკებისა და მთლიანად სამყაროს შესახებ.
დადგა ეს ნანატრი დღეც, საინფორმაციო პლაკატის გამოყენებით და მარტივი დაკვირვებით, თვალნათლივ ნახეს, თუ როგორ შორდებიან და უახლოვდებიან „გალაქტიკები“ ერთმანეთს, რომ ისინი სამყაროში მუდმივად მოძრაობენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203