ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სიკეთე გადამდებია“ გაიმართა
04-12-2019
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სიკეთე გადამდებია“ გაიმართა.

ღონისძიება III კლასში მასწავლებელმა, ნინო ანანიძემ ჩაატარა.

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა სასკოლო სივრცე შემოდგომის ნობათით მორთეს, შესაბამის ფორმებში გამოწყობილებმა ცეკვები და სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს. 

„ძალიან ლამაზი, კრეატიული, საქართველოს სიყვარულით აღსავსე, დატვირთული სიმღერებით, ცეკვებით, შემოდგომის სურნელით გაჟღენთილი დარბაზი. აი ასეთი იყო ნინო ანანიძის პირველი ღონისძიება“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიების გამართვისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203