თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ფროდიაშვილმა პნევმატური იარაღიდან სროლაში თბილისის თასის გათამაშებაზე მეორე ადგილი დაიკავა
04-12-2019
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ფროდიაშვილმა პნევმატური იარაღიდან სროლაში თბილისის თასის გათამაშებაზე გოგონათა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს: „კიდევ ბევრი წარმატებებით გაეხარებინოს გულშემატკივარი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
მარიამ ფროდიაშვილმა წარმატებას შოთა ქველიაშვილის სახელობის ღია თასის გათამაშებაზეც მიაღწია. მან პნევმატური იარაღიდან სროლაში გოგონათა შორის ოქროს მედალი და თასი მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს