ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
04-12-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მეათე კლასის 7 მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
დასაჩუქრებული მოსწავლეები არიან: დაჩი დიასამიძე, დავით კახიძე, გვანცა ოქროპირიძე, ნინო კვესიეიშვილი, მართა ბეჟანიძე, მარიამ ანთაძე, მარიამ თურმანიძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს შრომა დაუფასდათ. სკოლა ულოცავს მათ ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს