თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების ეროვნულ სასახლეს სტუმრობდნენ
04-12-2019
თბილისის N2 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეები ხელოვნების ეროვნულ სასახლეში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ხუთი სხვადასხვა დარბაზი დაათვალიერეს, ქართული დამწერლობის შესახებ ლექციას მოუსმინეს, ანდაზები შეადგინეს და „დედაენა“ თავიანთი ხელით გააფორმეს. საინტერესო დღის შემდეგ, ისინი სახლში დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.