''ანაბასისის'' სკოლის Iა კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენაში.
გაკვეთილის თემა იყო ''უსუნო ყვავილი''. მოსწავლეებმა მოთხრობის მთავარ სათქმელზე გაამახვილეს ყურადღება, იმსჯელეს, უპასუხეს შემაჯამებელ კითხვებს: რატომ გადაედო სუნი უსუნო ყვავილს? აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვისთან ვმეგობრობთ?
ღია გაკვეთილი პედაგოგ ხათუნა წითელაშვილის ორგანიზებით გაიმართა.