საირხის საჯარო სკოლაში პროექტი - „ნარკომანია მოზარდებში და საფრთხეები გარდატეხის ასაკში“ განხორციელდა
04-12-2019

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა.

პროექტის თემა იყო - „ნარკომანია მოზარდებში და საფრთხეები გარდატეხის ასაკში“.

„სამოქალაქო განათლების კლუბის, კლუბის ხელმძღვანელის პედაგოგ ოლეგი ყიფშიძისა და კლუბის ლიდერის გიორგი შუკაკიძის ორგანიზებით, სკოლაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე -„ნარკომანია მოზარდებში და საფრთხეები გარდატეხის ასაკში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, პრეზენტაციის წარმდგენებმა ნარკომანიის სავალალო შედეგებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს.

პრეზენტაცია ინფორმაციული და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203