
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლა ულოცავს მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს: გიგა შავლიძესა და ლუკა ღოღობერიძეს ჯილდოს. ვულოცავთ ბავშვებს და თითოეულ მასწავლებელს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენლი.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
იხილეთ ვიდეო