„დავასუფთავოთ მსოფლიო“ - მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი კამპანიას შეუერთდა
03-12-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი, მარნეულის მუნიციპალიტეტთან ერთად, საერთაშორისო კამპანია დავასუფთავოთ მსოფლიოს შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და აქტიური ახალგაზრდები.

მარადისის გარემოსდაცვითი კლუბის ყველა წევრი მონაწილეობდა დასუფთავების აქციაში.

აღნიშნული აქტივობა გარემოს მდგრადი განვითარების მე-17 (თანამშრომლობა) მიზანს   შეესაბამება. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203