საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის საჯარო სკოლაში ნორჩი მხატვრების - ნიკა და მარიამ კალმახელიძეებისა და მარიამ მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენის სახელი იყო - „ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება-მარადიული“
სკოლის მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები დაათვალიერეს.
ნორჩი მხატვრების ნახატებმა დამთვალიერებლებში აღფრთოვანება გამოიწვია.
გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის - თამილა დეკანოიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
იხილეთ ფოტოები