მარელისის საჯარო სკოლაში მუსიკაში მოსწავლეზე ორიენტირებული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
06-12-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, ლიანა ტარიელაშვილმა, მესამე კლასში  მოსწავლეზე ორიენტირებული სტანდარტული გაკვეთილი  ჩაატარა.

„მოსწავლეთა აქტიურობითა და ჩართულობით, საინტერესო სტრატეგიებითა და ორგანიზების მრავალფეროვანი ფორმებით გაჯერებული გაკვეთილი შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე. მოსწავლეები ხალისით,მუსიკის თანხლებით, პედაგოგთან თანამშრომლობით წარმართავდნენ გაკვეთილს და იქმნებოდა სრული ჰარმონია“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლა პედაგოგსა და მოსწავლეებს აქტიური და ინოვაციური მეთოდების გამოყენებისათვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203