ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის და თანასწორობის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თანასწორობის თემაზე პოსტერები შექმნეს და სკოლაში „ტოლერანტობის კედელი“ გაამრავალფეროვნეს.
მოსწავლეების მიერ შექმნილ ნამუშევრებში შემდეგი შინაარსის მოწოდებები იყო: „პატივი მიაგე მშვიდობას“, „იყავით შემწყნარებლები“, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ და ა.შ.
იხილეთ ფოტოები