საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სტუმრობდა
05-12-2019
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას პოეტი, მხატვარი და ხატმწერი, თინათინ მღვდლიაშვილი, სტუმრობდა.
მისი მოწვევის იდეა მოსწავლეებს, დემეტრე შაინიძესა და ლუკა გაბიძაშვილს, ეკუთვნით. იდეის განხორციელებაში მათ სკოლის მეგობარი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი, კობა ჟღენტი, დაეხმარა.
„პოეტის ლექსებზე წმინდა ეფრემ ასურის სახელობის მერვე კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი ლიტერატურული კომპოზიცია შემოგვთავაზეს. თბილი და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქეს. მადლობა უფალს და მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მუსიკის პედაგოგს, იდეის ავტორებსა და ბატონ კობა ჟღენტს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს