ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ
06-12-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი ჯარი“ განხორციელდა. სკოლის მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის არსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. 

მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო სამხედრო მოსამსახურეების მიერ წარდგენილი ვიდეო, ასევე სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობა.

მოსწავლეებისთვის დღე საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203