ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ფრენბურთში წარმატებას მიაღწიეს
03-12-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-2020-ის მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში გაიმართა.

აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების რუსთავის, ნაქალაქევის, ოშორის, ძველისა და დამალის  საჯარო  სკოლები.  

„ვაჟებში პირველი ადგილი ნაქალაქევის საჯარო სკოლას ერგო. ასევე გოგოებში პირველი ადგილი ნაქალაქევის საჯარო სკოლას ერგო.  

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა.

სკოლის დირექცია გუნდებს და სპორტის მასწავლებელს თემურ ბერიძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს რეგიონულ თამაშებზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203