„დავიცვათ შავი ზღვა“ - გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობდნენ
03-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიის წრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენციის თემა იყო „დავიცვათ შავი ზღვა“.

მოსწავლეებს პედაგოგი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი ხელმძღვანელობდა.

„აღნიშნული კონფერენცია გამოხმაურებაა შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი (31 ოქტომბერი) მიძღვნილი კვირეულისა, რომელიც 27.10.19-02.11.19 ის პერიოდში მოეწყო პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“.
წარმატებებს გისურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს წარმატებულ პედაგოგს ქალბატონ ცირას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203