სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ - „მეტსაც გეტყვით, სახელფასო სხვაობაც დაერიცხებათ“
03-12-2019

არცთუ დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ საჯარო სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი ოქტომბრიდან უნდა მომატებოდათ. თუმცა როგორც ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა Etaloni.ge- გაუმხილა, მათ ხელფასებში ცვლილება ამ დრომდე არ არის. 

არადა ეს საკითხი, სკოლის ნებისმიერი თანამშრომლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რატომ არ მოემატათ ხელფასი დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს და საერთოდ აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო მათთვის ხელფასის გაზრდას.

სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს, სადაც გვიპასუხეს:

ახლა მტკიცდება საშტატო განრიგი და როგორც კი დამტკიცდება, საჯარო სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს აუცილებლად მოემატებათ ხელფასები. მეტსაც გეტყვით, როგორც კი საშტატოები დამტკიცდება, დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სახელფასო სხვაობაც დაერიცხებათ და შემდეგში ერთიანად აიღებენ მომატებულ ხელფასს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203