„შემოდგომის ფერები“ - ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს
03-12-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ასურეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა თემაზე - „შემოდგომის ფერები“ ღონისძიება ჩაატარეს.

პატარებმა შემოდგომის თემაზე მიძღვნილი ლექსები, სიმღერები  და ინსცენირებები მოამზადეს.

დღემ მხიარულად ჩაიარა.

„მოსწავლეებმა გააცნობიერეს და გაიღრმავეს ცოდნა, თუ რა მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული წელიწადის ეს ლამაზი დრო, რასაც ღონისძიებები მიზანად ისახავდა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203