განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლანა დუმბაძემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
03-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლანა დუმბაძემ ლიტერატურულ კონკურსში „წიგნი - მომავლის ხედვა“ პირველი ადგილი მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლანა დუმბაძე გამორჩეული და აქტიური მოსწავლეა.
განთიადის საჯარო სკოლა მოსწავლეს ულოცავს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.