იტავაზის საჯარო სკოლაში წიგნის კვირეული გაიმართა
03-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, იტავაზის საჯარო სკოლაში წიგნის კვირეული გამოცხადდა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.

კვირის განმავლობაში სკოლაში “ქარჩხაძის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

სკოლის ბიბლიოთეკარმა, ნონა კაპანაძემ, მოსწავლეებს თემაზე - „შეიყვარეთ წიგნი, წიგნი ცოდნის წყარო“ლექცია ჩაუტარდა.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო VIII კლასის მოსწავლეების, ლუკა ტალახაძის და ერეკლე ძინძიბაძის, ნახატების  - „წიგნი ცოდნაა“ გამოფენა.

მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნები აღადგინეს და განაახლეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203