ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჭაბუკიანის სკოლაში ორიგინალურად აღნიშნეს
07-06-2017

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჭაბუკიანის სკოლაში ორიგინალურად აღნიშნეს. 

პირველ ივნისთან დაკავშირებით, სკოლაში ''თვითმმართველობის ერთი დღე'' ჩატარდა. ამ დღეს სკოლის მართვის სადავეები მთლიანად ჰქონდათ გადაცემული მეცხრე, დამამთავრებელი, კლასის მოსწავლეებს. მათ ჩაატარეს გაკვეთილები და წარმატებით მოირგეს სკოლის ადმინისტრაციის უფლებები; მოაწყვეს ღონისძიება და მოხატეს სკოლის ეზო.

''მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი სკოლის მართვას, საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს,  მათი ორგანიზებით მოეწყო ღონისძება. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203