ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს
03-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუღაშენის საჯარო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს.
„გავაცილეთ შემოდგომა, ვეგებებით ზამთარს - ამ სლოგანით სკოლაში II და III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ზეიმი გამართეს; მოაწყვეს ოქროსფერი შემოდგომის კუთხე, ისაუბრეს ბარაქიან შემოდგომაზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ზეიმმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას აღავნიკ პალიანი და ელმირა ქახკციანი ხელმძღვანელობდნენ.