თბილისის N61 საჯარო სკოლას „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ
03-12-2019
თბილისის №61 საჯარო სკოლას „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად Microsoft-ის  წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.

სტუმრები დაინტერესდნენ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს Microsoft Office 365-ის აპლიკაციების სწავლება-გამოყენება სასწავლო პროცესში. ისინი დაესწრნენ  ტექნოლოგიების ქოუჩის, ნინა ბიწკინაშვილისა ტრენინგს ამავე სკოლის პედაგოგებთან და წარმატებული სწავლა-სწავლების პროცესი იხილეს.

სტუმრები მოსწავლეთა შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ და Microsoft Office 365-ის გამოყენებით ამავე სკოლის III-IV კლასის ბუნებისმეტყველების გაკვეთილს დაესწრნენ.

III-IV კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა, ფიქრია კუჭუაშვილმა, სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს. სტუმრებმა სკოლას წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203