კიროვაკანის საჯარო სკოლაში სომეხ კომპოზიტორ კომიტასს ღონისძიება მიუძღვნეს
03-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის საჯარო სკოლაში სომეხ კომპოზიტორს, კომიტასს, ღონისძიება მიუძღვნეს.
„საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი საღამო მოაწყვეს. მათ კომიტასის 150 წლისადმი მიძღვნილი თარიღი საგანგებოდ გაალამაზეს პედაგოგ ანთარამ კარაგოზიანის ხელმძღვანელობით და მაყურებელს შესთავაზეს სხვადასხვა აქტივობა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა კომიტასის სიმღერები შეასრულეს, რომლებმაც სკოლის პერსონალის, მოსწავლეებისა და სხვა სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
კომიტასი ცნობილი სომეხი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს