ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ლექცია ჩატარდა
03-12-2019
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით საინტერესო ლექცია ჩატარდა.

ლექციას იურისტი ნინო დევაძე უძღვებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ მსჯელობაში. მადლობა ქალბატონ ნინოს საგანმანათლებლო, ინფორმაციული ლექციისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მე-6 კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203