ლესის საჯარო სკოლაში „ნიღბების ზეიმი“ მოეწყო
03-12-2019
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლაში მერვეკლასელთა ინიციატივით „ნიღბების ზეიმი“ მოეწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შერჩეული ნიღბები, ლიტერატურული თუ ზღაპრული პერსონაჟები წარმოადგინეს.

„ზეიმის დასასრულს გამოვლინდა საუკეთესონი მაკიაჟი: ლაშა გოგიჩაიშვილი და თამუნა დარჩია, კოსტიუმის მფლობელნი: გიორგი სულაბერიძე და ლიზი იმნაძე. სასიამოვნო მუსიკის და ლამაზი განათების ფონზე სასიამოვნო და მხიარული ზეიმი გამოვიდა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მერვე დამრიგებელი თინიკო სარჯველაძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203