დიდი სმადის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
03-12-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლაში თემაზე - „გალაქტიონი, სიტყვის მუსიკოსი“ცნობილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აუდიტორიას გალაკტიონის ბიოგრაფიული ცნობები და მისი შემოქმედება გაახსენეს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მოირგეს როლები და გააცოცხლეს ლექსის პერსონაჟები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომელიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მრავალფეროვნებისთვის, მოსწავლეებს აუდიტორიისთვის მომზადებული ჰქონდათ კითხვები: „ვინ უკეთ იცნობდა გალაკტიონს?“
„ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ირმა ქიმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთი სახის ღონისძიების მომზადება, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ბუმბერაზი მოღვაწეები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს