სკოლის საახალწლო ზეიმი - etaloni.ge-ს მორიგი წამოწყება
03-12-2019
სკოლების პოპულარიზაციისა და სკოლებში შემოქმედებითი პროცესების წასახალისებლად etaloni.ge და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge ერთობლივ საახალწლო კონკურსს აცხადებენ. გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ სკოლის საახალწლო ზეიმის განსაკუთრებული ფოტო და ჩაერთეთ კონკურსში. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ სკოლის საახალწლო ზეიმის ამსახველი ფოტო ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით. ფოტოზე აუცილებელია ასახული იყოს სკოლის საახალწლო ზეიმი, ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებული ემოციები და საახალწლო გაფორმებები.  

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და etaloni.ge-ს და izrune.ge-ს რჩეულები. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან. 

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 04 დეკემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით. გამარჯვებულები 17 იანვარს გამოვლინდებიან.

გაეცანით კონკურსის პირობებს: საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს; 

სკოლის სახელით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი ფოტო განთავსდება;

მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ სკოლის სახელით; 

ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს;

შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.

წარმატებებს გისურვებთ!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203