ჟდანოვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა შემოდგომის თემაზე საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა
03-12-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის მეორე კლასის დამრიგებელმა, აქტიურმა პედაგოგმა, გრეტა თუმასიანმა აღსაზრდელებს წელიწადის დრო - შემოდგომა საზეიმოდ გააცნო.

პედაგოგმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ ადგილს, სადაც ხეხილია დარგული, ბაღი ჰქვია, ხოლო ადგილს, სადაც ვაზია ჩაყრილი - ვენახი.

"მშრომელი კაცის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად შემოდგომაც ბარაქიანია. იკრიფება ლიყაწითელი ვაშლი, მსხალი, დამკრახული ყურძენი. კრეფის პროცესს რთველი ჰქვია. მოგვიანებით იკრიფება ციტრუსიც; მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი“,  - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეები გულისყურით უსმენდნენ მასწავლებელს. თვალსაჩინოების სახით საკლასო ოთახში ხილიც იყო წარმოდგენილი.

პატარებზე ამ ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა. კარგადაც იმხიარულეს და ბევრი სიახლეც გაიგეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203