ერგეს სკოლის სოციალური პროექტი, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართვას შეუწყობს ხელს
07-06-2017
ერგეს სკოლის  VII კლასში სოციალური პროექტი - ''სურათი მშობელთან, მასწავლებელთან ერთად ლექსი ჩემს ჯიბეში'' განხორციელდა.

პროექტის ფასილიტატორი ისტორიის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ნაირა სილაგავაა. პროექტი მიზანად ისახავს მშობელთა აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, მათ მონაწილეობას მრავალმხრივ კომუნიკაციაში.

''უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მოსწავლის შედეგების გაუმჯობესება, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარება, მშობელი უფრო პოზიტიურ ურთიერთობას ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან, მშობლების მხარდაჭერის გაზრდა და პატივისცემა სკოლისადმი, აი ეს არის პროექტის მიზანი,'' - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნუგზარ ზოსიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203