საირხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ბიბლიოთეკარმა ტრენინგი ჩაუტარა
03-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს სკოლის ბიბლიოთეკარმა, ლელა ვეშაპიძემ, ტრენინგი ჩაუტარა.

ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს აუხსნა თუ როგორ უნდა მოუარონ წიგნს, ასევე როგორ ხდება წიგნების აღიცხვა, შენახვა და მოვლა ბიბლიოთეკაში.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ტრენინგის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია იყო. მისივე თქმით, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203