დამალის საჯარო სკოლის პედაგოგებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
03-12-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, დამალის საჯარო სკოლის პედაგოგები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ახალციხეში წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ჟვანიას სკოლამ გადასცა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ, მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203