თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ფროდიაშვილმა პნევმატური იარაღიდან სროლაში ღია თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
03-12-2019
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ ფროდიაშვილმა, შოთა ქველიაშვილის სახელობის ღია თასის გათამაშებაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში გოგონათა შორის ოქროს მედალი და თასი მოიპოვა.
მოსწავლე ფულადი პრიზითაც დაჯილდოვდა.
გათამაშება თბილისში ჩატარდა.
სკოლის დირექცია მარიამ ფროდიაშვილს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.