27 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება
26-09-2016

27 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება.

ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდება. კონკურსს პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.

ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის მონაწილე მოსწავლეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შედეგად შეირჩნენ. მეორე ეტაპზე გადასვლა ყველაზე მაღალქულიანმა მოსწავლეებმა მოახერხეს.

ინტელექტ-ჩემპიონატის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის კონკურსები წალენჯიხის შემდეგ გაიმართება მესტიაში, სენაკსა და ცაგერში.

გამარჯვებული მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური კონკურსის მონაწილეები ხდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203