ძირკვაძეების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
03-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მარი და დეა თავართქილაძეებს, წარმატებული სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ.
„პედაგოგები და მოსწავლეები ულამაზეს, უჭკვიანეს, და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ გოგონებს ვულოცავთ წარმატებას! შრომა ყოველთვის ფასდება. უამრავი წარმატებები გვინდა ვუსურვოთ შემდგომში სწავლასა და პირად ცხოვრებაში. გვიყვარხართ, ჩვენო გოგონებო“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს