
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლაში 23 მასწავლებელი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად მუშაობენ, რის გამოც სკოლას 2 წამყვანი და 19 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
„ეს ჩვენი თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის შედეგია. წარმატებები კიდევ და კიდევ!“-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.