დაბა ხულოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა
03-12-2019
დაბა ხულოს საჯარო სკოლის დარბაზში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის“ ფარგლებში 2004, 2005 და 2006 წელს დაბადებულ გოგონათა შორის კალათბურთში შეჯიბრი ჩატარდა.
დაბა ხულოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა პირველობა არ დათმო და მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა.
„ძალიან დიდი მადლობა გოგონებს და მათ მწვრთნელს, ჯემალ შანთაძეს თავდაუზოგავი შრომისთვის. წარმატებები შემდეგ ეტაპზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს