საბეჭისის საჯარო სკოლას ორი უფროსი მასწავლებელი შეემატა
03-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
„უფროსის სტატუსის მქონე კიდევ ორი მასწავლებელი საბეჭისის სკოლაში! ვულოცავთ სკოლის დირექტორს, რამაზ ხინიკაძეს, სპორტში უფროსი მასწავლებლის სტატუსს და გეოგრაფიის დამსახურებულ მასწავლებელს, ნინელი ვიბლიანს. კიდევ მრავალი პროფესიული წინსვლა მათ!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს