ხაშურის N8 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული კითხვის საათი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა მოთხრობა მოისმინეს, კითხვები დასვეს, დეტალებზე ისაუბრეს და უცხო სიტყვებზე იმუშავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეავსეს სქემა „პირამიდა“. კითხვის საათის დასასრულს კი მათთვის საინტერესო ეპიზოდები დახატეს და ნამუშევრები წარმოადგინეს.
შეხვედრას მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. პედაგოგი მშობლებს ჩართულობისთვის მადლობას უხდის.