ოსიაურის საჯარო სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესტუმრა
03-12-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლაში სტუმრად სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის წარმომადგენელი ანი ჯანიაშვილი იმყოფებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მოსწავლეებს ოჯახური ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის და მოზარდთა დაცვის მექანიზმებზე, აგრეთვე ნაადრევი ქორწინების შესახებ ესაუბრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის ბოლოს საინტერესო დისკუსია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203