ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეკოპატრულის“ როლი შეითავსეს
02-12-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეკოპატრულის“ როლი შეთავსეს და მოქალაქეებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მინი-ლექცია ჩაუტარეს.

„მოსწავლეებმა გარემოს სისუფთავის დაცვასთან ერთად გამვლელებს მინი-ლექცია ჩაუტარეს იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება დედამიწაზე და ადამიანებზე. პროექტი საზოგადოება „ბილიკის“ მხარდაჭერით ხორციელდება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203